Back საქართველოში მრავალფეროვნების პირველი კვირეული ჩატარდა

საქართველოში მრავალფეროვნების  პირველი კვირეული ჩატარდა

ევროპის საბჭოს თანასწორობის ელჩებმა ბათუმში ამერიკულ კუთხესთან ერთად მრავალფეროვნების პირველი კვირეული ჩაატარეს ბათუმში. მრავალფეროვნების კვირეულის მიზანი იყო თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ტოლერანტობის მხარდაჭერა ბათუმის ისტორიულ და კულტურულ მრავალფეროვნებაზე ხაზგასმით. კვირეული   დიალოგისა და განვითარებისათვის კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღის ირგვლივ (21 მაისი) ჩატარდა.

მრავალფეროვნების კვირეულის ფარგლებში, რომელიც კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ მხარდაჭერით გაიმართა, ახალგაზრდებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის სხვადასხვა ღონისძიება და კონკურსი ჩატარდა:

ინტელექტუალური თამაში „რა? სად როდის?“ 19 მაისს გაიმართა, სადაც ბათუმის საჯარო და კერძო სკოლის გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრნენ. თამაშის კითხვები მრავალფეროვნებასთან და თანასწორობასთან დაკავშირებით სხვადასხვა თემებს ფარავდა და ასევე უმცირესობათა ჯგუფების ისტორიებს. გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები შემდეგი სკოლებიდან: სკოლა ევრო -2000; ქ. ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა;  ბათუმის ქართულ ამერიკული სკოლა;

ზაზა ხალვაშის ფილმის „ნამე“ კინოჩვენება და  დისკუსია გაიმართა ფილმის გადამღები ჯგუფის მონაწილეობით.

სკოლის მოსწავლეებისთვის ინტერაქციული სემინარი თანასწორობასა და მრავალფეროვნებაზე   ჩატარდა ონლაინ თანასწორობის ელჩის მიერ.  

თანასწორობაზე ხელოვნების კონკურსის ნამუშევრებისა და ცნობილი ფოტოგრაფის, ნათელა გრიგალაშვილის ფოტოების გამოფენა გაიმართა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში. ფოტოები მაღალმთიან აჭარაშია გადაღებული. გამოფენის შემდეგ თანასწორობაზე ხელოვნების ნამუშევრების კონკურის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ: ლია ბერიძე, სტუდენტი; ქეთი ცინცაძე, სკოლის მოსწავლე და თაკო შანთაძე, სკოლის მოსწავლე.

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ პრიზებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, აკაკი ძნელაძისა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისისა და ბათუმში ამერიკული კუთხის წარმომადგენლების მიერ. კონკურსმა წარმოაჩინა მრავალფეროვნებისა და თანასწორობის შესახებ ახალგაზრდების ნამუშევრები ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქტივიზმში მათი ჩართულობის გაზრდის მიზნით.

მრავალფეროვნების კვირეული ჩატარდება კამპანიის - „მე ვირჩევ თანასწორობას“ - მხარდაჭერით, რომელიც ხორციელდება ევროპის საბჭოს თანამშრომლობის პროექტის  დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში  ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

18-21 მაისი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page