Back ევროპის საბჭო და ევროკავშირი განაგრძობენ ტრენინგების სერიას - საქმეთა გადასინჯვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების / განჩინების საფუძველზე

ევროპის საბჭო და ევროკავშირი განაგრძობენ ტრენინგების სერიას - საქმეთა გადასინჯვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების / განჩინების საფუძველზე

უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობის ფარგლებში, სამოქალაქო და სააპელაციო სასამართლოების სისხლის და სამოქალაქო პალატების მოსამართლეების ორი ჯგუფისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „საქმეთა გადასინჯვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების / განჩინების საფუძველზე“.

 

ტრენინგი მიზნად ისახავდა საქართველოს მოსამართლეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის R(2000)2 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ეროვნულ დონეზე, ზოგიერთი საქმის გადასინჯვის ან ხელახალი გამოძიების შესახებ. აღნიშნული რეკომენდაცია მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს სამართლებრივი სისტემის საჭირო შესაძლებლობებით აღჭურვა, რათა მაქსიმალურად შეასრულოს შეზღუდვა; კერძოდ, უზრუნველყოს სათანადო შესაძლებლობებით აღჭურვა ხელახალი გამოკვლევის შემთხვევებისთვის, მათ შორის საქმის განახლების ჩათვლით, ისე, რომ დაზარალებულები აღდგენილი უნდა იყვნენ იმავე ვითარებაში, როგორითაც სარგებლობდნენ კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევამდე.

 

ღონისძიება ჩატარდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერება“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში.

23-24 ივნისი 2018
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page