Back თანასწორობის კვირეული საქართველოში ბრუნდება

თანასწორობის კვირეული საქართველოში ბრუნდება

15 ნოემბერი 2021 – თანასწორობისა და მრავალფეროვნების აღსანიშნავად, წელს თანასწორობის კვირეული შემოქმედებითი და საინტერესო აქტივობებით ბრუნდება. კვირეული აღინიშნება ტოლერანტობის საერთაშორისო დღის (16 ნოემბერი) გარშემო, ხოლო ღონისძიებები კი წელს 15-24 ნოემბერს გაიმართება. თანასწორობის კვირეულის მიზანია მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება,  ასევე, დისკრიმინაციის მსხვერპლთა ინფორმირება ხელმისაწვდომი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ. იგი ხორციელდება საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის და პარტნიორი ინსტიტუტებისა და თანასწორობის მხარდამჭერების მიერ.

თუ გაინტერესებთ თანასწორობის მხარდაჭერის ინოვაციური გზების აღმოჩენა, აუცილებლად ნახეთ თანასწორობის ჰაკათონის პროდუქტები, როგორიცაა ინტერაქტიული თამაში თანასწორობის შესახებ, ეტლების რუკა და რუკა გენდერული თანასწორობის შესახებ. ამ პროდუქტების პრეზენტაცია გაიმართება 15 ნოემბერს, 15:00 სთ-ზე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში (ჯიტა). ღონისძიება ჰიბრიდული ფორმატით ჩატარდება COVID-19 უსაფრთხოების რეგულაციებიდან გამომდინარე. ინტერაქტიული თამაში თანასწორობის შესახებ, ეტლების რუკა და რუკა გენდერული თანასწორობის შესახებ კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდება თანასწორობის კვირეულის ფარგლებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პროკურატურასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურთან, იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, სახალხო დამცველის აპარატთან, თანასწორობის ელჩებსა და სხვა აქტივისტებთან ერთად მოეწყობა საინფორმაციო სესიები, ტრენინგები და სემინარები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის სამართლებრივი მექანიზმების, დისკრიმინაციის, ტოლერანტობის, თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

თანასწორობისა და მრავალფეროვნების, ასევე სამართლებრივი მექანიზმების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობის მიზნით, თანასწორობის კვირეულის განმავლობაში, რითეილ ასოციაციის წევრი მაღაზიები თანასწორობის მხარდამჭერ პროდუქტებსა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ სამართლებრივი მექანიზმების შესახებ საინფორმაციო მასალებს გამოფენენ. ეს პროდუქტები ბათუმსა და თბილისში მაღაზიების შესასვლელთან უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

თანასწორობის კვირეულის ფარგლებში მოეწყობა სხვადასხვა კონკურსები და გამოფენები. თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ ინტელექტუალური თამაშს 

რა? სად? ოდის?" ონლაინ ორგანიზებას თანასწორობის ელჩი 24 ნოემბერს 16:00 საათზე გაუწევს. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით მოეწყობა ესეების კონკურსი თანასწორობისა და მრავალფეროვნების თემაზე. კვირეულის განმავლობაში ასევე სკოლებში თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ პოსტერების გამოფენა იგეგმება.

16 ნოემბერს და 17 ნოემბერს კოალიცია თანასწორობისთვის ორგანიზებით ჩატარდება ონლაინ ლექციები და დისკუსიები თემაზე: "თანასწორობა და კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" და თანასწორობის პოლიტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში იგეგმება.

სხვა ღონისძიებებია:

  • ტრენინგი სკოლებში თემაზე „დოკუმენტური ფილმების გამოყენება, როგორც არაფორმალური განათლების მეთოდი“ ორგანიზებულია Noosfera Foundationის მიერ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისისა და თანასწორობის ელჩის, გულგუნ მამედხანოვას მხარდაჭერით, „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლთან“ პარტნიორობით, საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალ  CinéDOCTbilisi-ის CinéDOC სკოლის ფარგლებში;
  • სისტემური ანალიზისა და პოლიტიკის ანგარიშის ,,საქართველოში სიძულვილის ენაზე რეაგირების ეროვნული მექანიზმების დოკუმენტირება (mapping)’’ პრეზენტაცია.

გაიგეთ უფრო მეტი თანასწორობის კვირეულის აქტივობების შესახებ კამპანიის მე ვირჩევ თანასწორობას Facebook გვერდიდან: https://www.facebook.com/IChooseEquality/

თანასწორობის კვირეული ხორციელდება კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“  ფარგლებში, რომელიც ევროპის საბჭოს  პროექტის  დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინდააღმდეგ ბრძოლა საქართველოში  ნაწილია. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

12 ნოემბერი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page