Back ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი Facebook -ის პირდაპირი ჩართვისას ისაუბრებს ადამიანის უფლებათა დაცვის გამოწვევებზე COVID-19-ის დროს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი Facebook -ის პირდაპირი ჩართვისას ისაუბრებს ადამიანის უფლებათა დაცვის გამოწვევებზე  COVID-19-ის დროს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი ონლაინ გადაცემის „საუბრები ადამიანის უფლებებზე: თანასწორობა მნიშვნელოვანია“ ბოლო სესიაზე ისაუბრებს ადამიანის უფლებათა დაცვის გამოწვევებზე COVID-19-ის დროს. „საუბრები ადამიანის უფლებებზე“ ონლაინ დისკუსიების სერიაა, რომელიც მიმდინარეობს ევროპის საბჭოს ოფისის საქართველოში და სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერით კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში.

საუბრების მოდერატორია სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე.

ონლაინ საუბრები გაიმართება 14 მაისს, 4:30 საათზე ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის Facebook გვერდის პირდაპირ ეთერში ინგლისურ ენაზე. მაყურებელს პირდაპირ ეთერში კომენტარის სახით კითხვების დატოვებისა და პასუხების მიღების შესაძლებლობა ექნება.

ონლაინ საუბრების სერია სახალხო დამცველის აპარატთან ერთად ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების შემდეგ დაიწყო და მოიცვა ისეთი თემები, როგორიცაა სამოქალაქო აქტივიზმი, განათლების მისაწვდომობა, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია, მედიის როლი კრიზისის დროს და უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენლებთან დისკუსია.

იხილეთ წინა საუბრების ბმულები:

 "საუბრები ადამიანის უფლებებზე" - პირველი ჩანაწერი, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან და ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძესთან ერთად: https://bit.ly/3b59mDU

მეორე გადაცემა მედია ექსპერტ ნინო დანელიასთან ერთად: https://bit.ly/34NdRks

მესამე გადაცემა თემაზე: სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობა კორონა ვირუსთან ბრძოლაში: https://bit.ly/3bBueTw

მეოთხე გადაცემა თემაზე: მეორე სამშობლოს პოვნის ამბავი, ინდოეთში დაბადებული და საქართველოში მცხოვრები დარისპან პრაშერის მონაწილეობით: https://bit.ly/2z34CRm

მეხუთე გადაცემა განათლების მისაწვდომობაზე https://bit.ly/2WwZBsa

უფრო მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.facebook.com/events/231866034901921/   

საუბრები ადამიანის უფლებებზე: თანასწორობა მნიშვნელოვანია ტარდება მე ვირჩევ თანასწორობას კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

თბილისი, საქართველო 13 მაისი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page