Back

გამოიცა პერიოდული საარჩევნო ჟურნალის “არჩევნები და დემოკრატია” მეშვიდე ნომერი

გამოიცა პერიოდული საარჩევნო ჟურნალის “არჩევნები და დემოკრატია” მეშვიდე ნომერი

ევროპის საბჭოს საარჩევნო მხარდაჭერის პროექტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით, აგრძელებს პერიოდული საარჩევნო ჟურნალის “არჩევნები და დემოკრატია” გამოცემას.

აღნიშნული გამოცემა არჩევნებით დაინტერესებულ მხარეებს და ამომრჩეველს სთავაზობს თემებს, რომლებიც გაანალიზებულია წამყვანი საარჩევნო და იურიდიული ექსპერტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ. მკითხველს აქვს საშუალება გაეცნოს შემდეგ თემებს: საერთო სასამართლოების პრაქტიკა - ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის მექანიზმები და არჩევნების შედეგების შეჯამება; საარჩევნო სიჩუმის დღე და თანამედროვე დემოკრატიები - საერთაშორისო და ეროვნული კარგი პრაქტიკა; ამომრჩეველთა ნდობა და არჩევნების მიუკერძოებლობა; ადგილობრივი თვითმმართველობის კონცეფცია და ადგილობრივი არჩევნები.

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ მომდევნო წლიდან უმაღლესი საარჩევნო კომისია და სარედაქციო საბჭო დამოუკიდებლად განაგრძობენ ჟურნალის გამოცემას. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პარტნიორებს და ჟურნალს, რომელმაც უკვე იპოვა მნიშვნელოვანი ნიშა საარჩევნო პროცესებში მონაწილე მხარეებსა და ამომრჩევლებს შორის.

ჟურნალი გამოიცემა ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში” ხელშეწყობით.