Back გამოიცა პერიოდული საარჩევნო ჟურნალის “არჩევნები და დემოკრატია” მეექვსე ნომერი

გამოიცა პერიოდული საარჩევნო ჟურნალის “არჩევნები და დემოკრატია” მეექვსე ნომერი

ევროპის საბჭოს საარჩევნო მხარდაჭერის პროექტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით, აგრძელებს პერიოდული საარჩევნო ჟურნალის “არჩევნები და დემოკრატია” გამოცემას.

მოქალაქეთა ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობისა და მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით დისკუსიის გაგრძელების მიზნით, ჟურნალის მეექვსე ნომერი ეძღვნება შემდეგ თემებს: ადგილობრივი არჩევნები და ახალი საარჩევნო სისტემა; საარჩევნო კომისიების ახალი შემადგენლობა - განხორციელებული რეფორმის უპირატესობები და ნაკლოვანებები;  ციფრული ტექნოლოგიები  და საარჩევნო პროცესების სანდოობა; თანაბარი და თანასწორი ხმის უფლება  - საერთაშორისო სტანდარტები და ეროვნული პრაქტიკა და სხვ.  ჟურნალის სპეციალური რუბრიკების საშუალებით ამომრჩევლები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებებს არსებულ საარჩევნო პრაქტიკასთან დაკავშირებით.

ჟურნალი გამოიცემა ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში” ხელშეწყობით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page