Back გამოიცა პერიოდული საარჩევნო ჟურნალის “არჩევნები და დემოკრატია” მეოთხე ნომერი

გამოიცა პერიოდული საარჩევნო ჟურნალის “არჩევნები და დემოკრატია” მეოთხე ნომერი

ევროპის საბჭოს საარჩევნო მხარდაჭერის პროექტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით, აგრძელებს პერიოდული საარჩევნო ჟურნალის “არჩევნები და დემოკრატია” გამოცემას.

საზოგადოებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე მხარეებისათვის გამჭვირვალე ინფორმაციის მიწოდების, მოქალაქეთა ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობისა და მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით დისკუსიის გაგრძელების მიზნით, ჟურნალის მეოთხე ნომერი ეძღვნება შემდეგ თემებს: ელექტრონული არჩევნები - საერთაშორისო სტანდარტები და კარგი პრაქტიკა, საარჩევნო ადმინისტრაცია - გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის სტანდარტები, მედია მონიტორინგი და არჩევნები, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები - მანდატი და კომპეტენციები, არჩევნების ისტორია საქართველოში: პასიური და აქტიური საარჩევნო უფლება. ჟურნალის სპეციალური რუბრიკების საშუალებით ამომრჩევლები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებებს არსებულ საარჩევნო პრაქტიკასთან დაკავშირებით.

ჟურნალი გამოიცემა ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში” ხელშეწყობით.

იხილეთ ჟურნალის მეოთხე ნომერი

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page