Back სატენდერო განაცხადი ადგილობრივი კონსულტანტებისთვის

სატენდერო განაცხადი ადგილობრივი კონსულტანტებისთვის

ევროპის საბჭოს თანამშრომლობის პროექტი „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ აცხადებს ტენდერს ადგილობრივი კონსულტანტებისათვის. ტენდერის მიზანია, ადგილობრივ კონსულტანტთა ბაზის შექმნა, რომლებიც პროექტს საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევენ საჭიროების შემთხვევაში შემდეგ მიმართულებებში:

- LOT 1: აღდგენითი მართლმსაჯულება – მარეგულირებელი ჩარჩო და შესაძლებლობების განვითარების აქტივობები

- LOT 2: მედიაცია – მარეგულირებელი ჩარჩო და შესაძლებლობების განვითარების აქტივობები

- LOT 3: ცნობიერების ამაღლების კამპანია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების შესახებ

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 14 თებერვალი. ყველა განაცხადი უნდა გაიგზავნოს მისამართზე [email protected]

ტენდერში მონაწილეობის პირობები, აგრეთვე სხვა შესაბამისი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ სატენდერო ფაილსა და სახელშეკრულებო ფორმაში:

25 იანვარი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page