Back ტენდერი ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოების "ბუქმარქსი" და “ჩვენ შეგვიძლია!” გამოყენებით ტრენინგების ჩატარების შესახებ

ტენდერი ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოების

ევროპის საბჭო და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ცნობიერების ამაღლების მიზნით განახორციელებენ პროექტსჩვენ ერთად, ჩვენ შევძლებთ“, რომელიც შედგება ტრენინგებისა და მცირე პროექტების განხორციელების ფაზისაგან. პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის  უმცირესობების წარმომადგენელებს, რომ ისწავლონ ადამიანის უფლებების შესახებ, კერძოდ, თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ და ასევე განახორციელონ საინტერესო და შემოქმედებითი მცირე მასშტაბის პროექტები  თავიანთ მუნიციპალიტეტში / თემში.

ამ მიზნით, ევროპის საბჭო ეძებს ორგანიზაციას, რომელიც ჩაატარებს ტრენინგებს  ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოების "ბუქმარქსი" დაჩვენ შეგვიძლია!” გამოყენებით და განავითარებს მცირე მასშტაბის პროექტებს / ინიციატივებს ტრენინგის მონაწილეებთან ერთად.

აპლიკაციების შემოტანის ბოლო ვადა: 2020 წლის 19 ივნისი. აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურით  “We together, We can”.

Terms of Reference

Act of Engagement

შეკითხვები და პასუხები

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page