Back თბილისი ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

თბილისი ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

8-9 ნოემბერს თბილისში ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ადვოკატები 11 ქვეყნიდან.  

ორდღიანი ღონისძიების მიზანი იყო ადვოკატთა პროფესიული გაერთიანებების დაკავშირება, ასევე სამუშაო სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევების შესახებ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციაზე გახსნითი სიტყვით გამოვიდნენ დავით ასათიანი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, მარია სლაზაკი - ევროპის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, კრისტიან ურსე - ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, რუსუდან ტუშური - ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ პროგრამის კოორდინატორი.

კონფერენციამ ყურადღება გაამახვილა ისეთ თემებზე, როგორიცაა საადვოკატო საქმიანობის ექსკლუზიურობა იურიდიული კონსულტაციების და სასამართლოში წარმომადგენლობის დროს, ადვოკატთა ასოციაციების როლი pro bono სერვისების განვითარებაში, პროფესიაში შესვლის სტანდარტების დახვეწა და ახალბედა ადვოკატების მხარდაჭერა ევროპული სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, ასევე ადვოკატთა პროფესიის შესახებ ევროპული კონვენციის შემუშავების პროცესი.

კონფერენცია გაიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page