Back მხარს ვუჭერთ სასამართლოს კომუნიკაციის სტრატეგიის განხორციელებას

მხარს ვუჭერთ სასამართლოს კომუნიკაციის სტრატეგიის განხორციელებას

19-20 თებერვალს, თბილისში ევროპის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა ორდღიანი სემინარი თემაზე საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება სასამართლო ხელისუფლების საზოგაოდებასთან ურთიერთობის თანამშრომლებისთვის. ღონისძიება მიზნად ისახავდა სასამართლოს კომუნიკაციის სტრატეგიის იმპლემენტაციის მხარდაჭერას, რომელიც ოფიციალურად 2018 წლის ნოემბერში დამტკიცდა.

სემინარზე ისაუბრეს ცნობიერების ამაღლების ეფექტიეანი კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელების მნიშვნელობაზე, რაც საზოგადოებაში ნდობის ამაღლებას უწყობს ხელს. სემინარზე ასევე ყურადღება გამახვილდა არსებულ ხარვეზებზე, ამ ხარვეზების გადაწყვეტილებების გზებზე, კომუნიკაციის ახალ მოდელებასა და მეთოდებზე.

სემინარის მონაწილეებმა შეიმუშავეს აქტივობების სამოქმედო გეგმა გამოწვევებისა და საჭიროებების პასუხად.

სემინარი ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიტვის, ნორვეგიის, სლოვაკეთისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

თბილისი, საქართველო 19 – 20 თებერვალი, 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page