Back მხარს ვუჭერთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საჭიროებებზე მორგებულ აქტივობებს

მხარს ვუჭერთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საჭიროებებზე მორგებულ აქტივობებს

16-17 მარტს ევროპის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა ორდღიანი სემინარი მოქალაქებთან კომუნიკაციის სტანდარტებსა და ტრენინგების მართვის ციკლზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის. 

16 მარტს ევროპის საბჭოს ადგილობრივმა ექსპერტმა მიმოიხილა მომხმარებელთან კომუნიკაციის ძირითადი სტანდარტები, ინსტრუმენტები და ტექნიკები, რაც ასოციაციის სამიზნე ჯგუფებთან - ადვოკატები, პროფესიაში ახალი შემსვლელები, სტაჟიორები და ფართო საზოგადოება,  უფრო ეფექტიან კომუნიკაციას შეუწყობს ხელს და ორგანიზაციის მიერ შეთავაზებულ სერვისებს გააცნობს.   

სემინარის მეორე დღე დაეთმო ტრენინგების ციკლის მართვას, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის ტრენინგ ცენტრის თანამშრომლებისთვის გაიმართა. მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა მიმოეხილათ ტრენინგის დაგეგმვის საფეხურები ამოცანების გათვალისწინებით, ხარისხის შეფასების მექანიმზები, რისკფაქტორები და სამუშაოს ძირითადი აღწერილობები, რაც ხელს შეუწყობს ადვოკატების საჭიროებებს მორგებული ტრენინგების ციკლის დაგეგმვას.

სემინარის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შესაძლებლობების გაძლიერება იმ აქტივობების მხარდაჭერით, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზაციის 2019-2022 წლების განვითარების სტრატეგიის განხორციელებას.

სემინარი გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის რესპუბლიკის, ლატვიის, ნორვეგიის, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

თბილისი, საქართველო 16 -17 მარტი 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page