Back მხარს ვუჭერთ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში

მხარს ვუჭერთ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში

2020 წლის 6 მაისს COVID- 19 - ის მიერ გამოწვეული კრიზისის და ციხის პერსონალისა და პატიმართა საჭიროებების საპასუხოდ ევროპის საბჭომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს საჭირო დამცავი აღჭურვილობა გადასცა.

6500 სამედიცინო ნიღაბი, 2500 სახის დამცავი ნიღაბი და 300 ლიტრი ანტისეპტიკური სითხე პენიტენციურ სამსახურსს გადაეცა. დისტანციური თერმომეტრების გადაცემა 2020 წლის მაისის დასასრულს იგეგმება.

დახმარების მიზანია უზრუნველყოს ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის კომიტეტის მიერ 20 მარტს გამოქვეყნებული თავისუფლება აღკვეთილ პირთა მოპყრობასთან დაკავშირებულ სახელმძღვანელო პრინციპების იუსტიციის სამინისტროს მიერ გათვალისწინება. აღნიშული პრინციპები შემუშავებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, რაც დაეხმარება წევრ სახელმწიფოებს COVID 19 -ს მიერ გამოწვეული კრიზისის დროს როგორც პატიმრების უფლებების, ასევე მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში.

ღონისძიება მხარდაჭერილია ევროპის საბჭოს პროექტის „ადამიანის უფლებებისა და ჯანდაცვის ხელშეწყობის გაძლიერება პენიტენციურ სისტემაში“, რომლის მიზანია ჯანდაცვის მხარდაჭერა პენიტენციურ დაწესებულებებში.

თბილისი, საქართველო 6 მაისი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page