Back საქართველოში სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტი ხელს უწყობს სასამართლო რეფორმის სტრატეგიის მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმების გაძლიერებას

საქართველოში სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტი ხელს უწყობს სასამართლო რეფორმის სტრატეგიის მონიტორინგისა და შეფასების  მექანიზმების გაძლიერებას

2017 წლის 4 და 5 ოქტომბერს თბილისში შეიკრიბნენ სამუშაო ჯგუფების წევრები, რომლებიც სასამართლო რეფორმის სტრატეგიის განხორციელების მიზნით შეიქმნა, რათა გამოავლინონ საჭიროებები, დაკავშირებული მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმების ჩამოყალიბებასთან, სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და მისი 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად. 32 მონაწილემ - სასამართლო კორპუსის წარმომადგენლებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებმა - აქტიურად იმსჯელეს მონიტორინგისა და შეფასების საკითხებზე ტრენინგის ფარგლების დასადგენად და თემების შესარჩევად. შეხვედრას უძღვებოდა ბატონი დანიელს პავლუტსი, ევროპის საბჭოს სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტის საერთაშორისო კონსულტანტი.

შეხვედრის მსვლელობისას მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ტრენინგი აღნიშნულ საკითხებზე 2017 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება და შემდეგ საკითხებს მოიცავს: ინდიკატორების განსაზღვრა, სამუშაო გეგმის შედგენა და ანგარიშების მომზადება.

ევროპის საბჭოს პროექტი - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის რესპუბლიკის, ნორვეგიის, სლოვაკეთისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება. ღონისძიება ჩატარდა პროექტთან - ევროკავშირი საქართველოსთვის: მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - კოორდინირებითა და პარტნიორობით.

     

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page