Back მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერის პროექტი საქართველოში: ხელშეწყობა სასამართლო რეფორმის სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმების გაძლიერებაში

მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერის პროექტი საქართველოში: ხელშეწყობა სასამართლო რეფორმის სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმების გაძლიერებაში

2017 წლის 31 ოქტომბერს ბორჯომში შეიკრიბნენ საქართველოს სასამართლო რეფორმის სტრატეგიის განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების წევრები, რათა ემსჯელათ აღნიშნული სტრატეგიისა და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის ეფექტიანი განხორციელებისათვის საჭირო მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმებზე. ტრენინგის თემატიკა ჩამოყალიბდა იმ საკითხების შესაბამისად, რომლებიც გამოიკვეთა თბილისში 3-4 ოქტომბერს ჩატარებულ შეხვედრაზე, საჭიროებათა გამოვლენის მიზნით გამართული დისკუსიისას. ტრენინგს უძღვებოდა ბ-ნი დანიელს პავლუტსი, სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტის საერთაშორისო კონსულტანტი.      

30 მონაწილე - სასამართლო კორპუსის წარმომადგენლები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები - აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიებში, რათა ინდიკატორები სასტარტო მაჩვენებლებთან შეედარებინათ, ემსჯელათ იმის შესახებ, თუ როგორ მოამზადონ ანგარიშები შუალედურ შედეგებზე, გრძელვადიან შედეგებსა და საბოლოო ეფექტზე, რელევანტური აქცენტებით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა შეხვედრაზე შენიშნა, რომ „არსებითი მნიშვნელობა აქვს მონიტორინგისა და შეფასების პროცესის დაწყებას ექსპერტის მითითებების გათვალისწინებით, რადგან საქართველოს სასამართლო სისტემა პირველად მიმართავს ამ პრაქტიკას“. 

შეხვედრის შედეგად სამუშაო ჯგუფის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია და გაიღრმავეს ცოდნა შესრულების ძირითად ინდიკატორებზე, რითაც იზომება პროგრესი; გააანალიზეს სამოქმედო გეგმის განხორციელების სპეციფიკა რეალური, განხორციელებადი სამუშაო გეგმების მეშვეობით; შეთანხმდნენ საკვანძო ინფორმაციის შეგროვების პრინციპებსა და მონიტორინგის პროცედურების განსაზღვრაზე.

ევროპის საბჭოს პროექტი - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის რესპუბლიკის, ნორვეგიის, სლოვაკეთისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page