Back სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში - პროექტის გახსნა

სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში - პროექტის გახსნა

2017 წლის 20 ივლისს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა ევროპის საბჭოს ახალი პროექტი „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“. ღონისძიებას 80 მონაწილე დაესწრო სასამართლო სისტემიდან, პარლამენტიდან, აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, სამოქალაქო საზოგადოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

ღონისძიება ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ გახსნა. დამსწრეებს სიტყვით მიმართეს და პროექტის დაწყებას მიესალმნენ საქართველოს სასამართლო სისტემის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები: ნინო გვენეტაძე, უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი, ეკა ბესელია, პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და დავით ასათიანი, ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი.    

პროექტი მიზნად ისახავს რეფორმების მხარდაჭერას, რომლებიც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობას, მიუკერძოებლობასა და ეფექტიანობას ემსახურება და ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმას ეხმიანება. ყველა გამომსვლელმა პროექტის დაწყება დროულად მიიჩნია, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა ძალაში შევიდა და იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ დაამტკიცა სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. 

პროექტი ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიტვის, ნორვეგიის, სლოვაკეთისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

სხვა გამოხმაურებები ღონისძიებასთან დაკავშირებით, იხილეთ პარტნიორი ორგანიზაციების ვებ გვერდებზე.

საქართველოს პარლამენტი:

http://www.parliament.ge/en/saparlamento-saqmianoba/komitetebi/iuridiul-sakitxta-komiteti-146/axali-ambebi-iuridiuli/eka-beselia-evropis-sabchos-ofisis-axali-proeqtis-sasamartlo-reformis-mxardachera-saqartveloshi-dawyebas-daeswro.page

უზენაესი სასამართლო:

http://www.supremecourt.ge/news/id/1431

ადვოკატთა ასოციაცია:

http://gba.ge/ka/news/2633/

 

 

     

     

    

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page