Back მონაცემთა შეგროვების შესახებ დიდი ბრიტანეთის პრაქტიკის შესწავლა

მონაცემთა შეგროვების შესახებ დიდი ბრიტანეთის პრაქტიკის შესწავლა

2019 წლის 1-5 ივლისს ევროპის საბჭოს ორგანიზებით პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდნენ. სასწავლო ვიზიტის მონაწილეები გაეცნენ დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულისა და სიძულვილის ენაზე მონაცემთა შეგროვების კარგ პრაქტიკას, ასევე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მონიტორინგისა და შეტყობინების მექანიზმებს. 

ქართული დელეგაციის წევრები შეხვდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების შეტყობინებასა და მონიტორინგზე მუშაობენ დიდ ბრიტანეთში.

სასწავლო ვიზიტი ევროპის საბჭოს პროექტის დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა ფარგლებში განხორციელდა. პროექტი ხორციელდება ევროპის საბჭოს 2016 – 2019 წწ სამოქმედო გეგმის ქვეშ დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

1-5 ივლისი, 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page