Back სასწავლო ვიზიტი ევროპის საბჭოს ოფისში სტრასბურგში მოსამართლეთა კანდიდატების დელეგაციისთვის საქართველოდან

სასწავლო ვიზიტი ევროპის საბჭოს ოფისში სტრასბურგში მოსამართლეთა კანდიდატების დელეგაციისთვის საქართველოდან

2020 წლის 25-26 თებერვალს იუსტიციის უმაღლესი სკოლის 19 მსმენელი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში  ეწვია ევროპის საბჭოს. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა   იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელების ცნობადობის  ამაღლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებსა და ადგილობრივ დონეზე მის გამოყენებაზე. სასწავლო ვიზიტის მონაწილეები   დაესწრნენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დიდი პალატის  მიერ „ჰანა გერმანიის წინააღმდეგ“ საქმის განხილვას, რამაც მათ შესაძლებლობა მისცა თავად ენახათ სასამართლოს მუშაობის პროცესი.

 

სასწავლო ვიზიტის პროგრამა ასევე ითვალისწინებდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლესთან და იურისტებთან  საქართველოსთან მიმართებით არსებული პრეცედენტული საქმეების მიმოხილვას. ვიზიტის დროს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელები დაესწრნენ ევროპის საბჭოს სტანდარტების შემმუშავებელი და სამონიტორინგო ორგანოების შესახებ საინფორმაციო სესიებს, რაც მოიცავდა ინფორმაციას ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO), მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიისა (CEPEJ) და ევროპის მოსამართლეთა და პროკურორთა საკონსულტაციო საბჭოს (CCPE / CCJE) შესახებ. აღნიშნული სასწავლო ვიზიტის შედეგად მომავალმა მოსამართლეებმა მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა კონვენციებსა და ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების შესახებ, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში პირდაპირ აისახება ეროვნულ სასამართლო სისტემაში.

 

ღონისძიება ჩატარდა პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები საქართველოში “ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის მიერ  სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვეთის რესპუბლიკის, უკრაინისა და ბელარუსისთვის პროგრამული ჩარჩო თანამშრომლობის ფარგლებში.

25-26 თებერვალი 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page