Back სასწავლო ვიზიტი ნიდერლანდებში

სასწავლო ვიზიტი ნიდერლანდებში

2022 წლის 25-27 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) ორგანიზებით, ჩატარდა სამდღიანი სასწავლო ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სააპელაციო სასამართლოს, ზუგდიდის რაიონული და რუსთავის საქალაქო სასამართლოების მენეჯერები ესტუმრნენ ამსტერდამის, ჰააგისა და დენ ბოსხის სასამართლოებს.

 

შეხვედრებზე გაიმართა დისკუსია რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე: სამართალწარმოების ხანგრძლივობის უკეთ მართვა, მონაცემებისა და სტატისტიკის გამოყენება გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, სასამართლოებისა და მათი ბიუჯეტების მართვა და ორგანიზება, ასევე, საჩივრების განხილვა და მათზე რეაგირება. ცალკე მსჯელობის საგანი გახდა ისეთი გლობალური საკითხი, როგორიცაა სამართალწარმოების გაციფრულება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები.

 

სასწავლო ვიზიტის შემდეგი ნაბიჯი იქნება მოპოვებული ინფორმაციისა და გაზიარებული გამოცდილების გაცნობა კოლეგებისათვის მომდევნო მენეჯერთა ფორუმზე, რომელიც იგეგმება 2023 წელს საქართველოში.

 

ნიდერლანდების სამეფოშ 25-27 ოქტომბერი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page