Back იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება: ტრენინგ საჭიროებების შეფასება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოდულისთვის

იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება: ტრენინგ საჭიროებების შეფასება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოდულისთვის

2017 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ტრენინგ საჭიროებების შეფასების სემინარში, რომელსაც საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, ქ-ნ მარელა ჯევტოვიჩი და ქ-ნ თამარ თომაშვილი უძღვებოდნენ.  შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალზე მომუშავე მოსამართლეებისთვის სასწავლო მოდულის მომზადება, რომელიც შევა იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურიკულუმში უწყვეტი სწავლებისთვის.

სემინარის მონაწილეებმა- მოსამართლეებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოდან,  ზუგდიდის და გორის რაიონური სასამართლოებიდან, იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიოტორიებთან დაკავშირებულ საქმეებზე და მათი განხილვის სირთულეებზე ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე საჭირო სასამართლო პრაქტიკის დანერგვის ჭრილში.

როგორც ერთ-ერთმა მონაწილე მოსამართლემ ბ-ნ ნიკოლოზ მარსაგიშვილმა აღნიშნა „მოსამართლეები არ იცნობენ შეიარაღებული კონფლიქტის დროს სასამართლო პრაქტიკის ბევრ ასპექტს  მათ შორის მებრძოლი და არამებრძოლი ჯარისკაცების დაკავების საფუძვლებს, ოკუპანტი და ოკუპირებული მხარეების ვალდებულებებს. აღნიშნული მოდული დაეხმარება მოსამართლეებს, განსაკუთრებით მათ ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობს რომ უკეთ გაითავისონ აღნიშნული საკითხები და საჭიროების შემთხვევაში, მოახდინონ მათი პრაქტიკაში დანერგვა. 

აღნიშნული ტრენინგის საჭიროებების შეფასების სემინარის შედეგად განისაზღვრა  ტრენერთა ტრენინგის და მომავალი სასწავლო მოდულის შინაარსი და წინასწარი სტრუქტურა.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ბულგარეთის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, სლოვაკეთის, ლიტვის და შვედეთის მიერ განხორციელებული შემოწირულობებით, საქართველო-ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ქვეშ.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page