Back იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი: ტრენერთა ტრენინგი ოჯახში ძალადობასა და ქალთა მიმართ ძალადობაზე

იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი: ტრენერთა ტრენინგი ოჯახში ძალადობასა და ქალთა მიმართ ძალადობაზე

27-28 ოქტომბერს თბილისში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენერთა ტრენინგში ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობაზე, რომელიც ორგანიზებული იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ევროპის საბჭოს ოფისის მიერ საქართველოში. სემინარის მიზანი იყო აღნიშნულ თემაზე საპილოტე ტრენინგისთვის მომზადება, რომელიც წინასწარ განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისთვის ა.წ. დეკემბერში გაიმართება.

სემინარს, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ექსპერტი უძღვებოდა ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ოქტომბერში ჩატარებულ საჭიროებების დამდგენ სემინარში. როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთმა მოსამართლემ, გიორგი ტყავაძემ, აღნიშნა „შეხვედრა ტრენერებისთვის სასარგებლო იყო რადგან ეს დაგვეხმარა უკეთ გაგვეგო ტრენინგ საჭიროებების განსაზღვრის დროს შერჩეული საკითხები. ასევე სასარგებლო იყო რომ მოხდა ტრენერებს შორის საკითხების წინასწარ გადანაწილება, რაც დაგვეხმარება რომ ყველა ვფოკუსირდეთ ჩვენს მიერ მოსამზადებელ მასალებზე და უკეთ დავამუშავოთ ისინი“. ტრენერთა ტრენინგის შედეგად, შემუშავდა  და შეთანხმდა საპილოტე ტრენინგის საბოლოო სტრუქტურა და დღის წესრიგი.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ბულგარეთის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, სლოვაკეთის, ლიტვის და შვედეთის მიერ განხორციელებული შემოწირულობებით, საქართველო-ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ქვეშ.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page