Back საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება: საპილოტე ტრენინგი სასამართლოს მართვაში სასამართლოს მენეჯერებისთვის და მენეჯმენტსა და ლიდერობაში მოსამართლეებისთვის

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება:  საპილოტე ტრენინგი სასამართლოს მართვაში სასამართლოს მენეჯერებისთვის და მენეჯმენტსა და ლიდერობაში მოსამართლეებისთვის

იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერებმა 22-25 სექტემბერს ბორჯომში ჩაატარეს ორი საპილოტე ტრენინგი სასამართლოს მენეჯერებისთვის სასამართლოს მართვაში და მოსამართლეებისთვის ლიდერობასა და მენეჯმენტში. აღნიშნული ტრენინგი წარმოადგენდა ივნისში ჩატარებული ტრენერთა ტრენინგის შემდგომ ეტაპს. საპილოტე ტრენინგს აკვირდებოდა ორი საერთაშორისო ექსპერტი ბ-ნ ბერტ მაანი და ქ-ნ ჰერმინე მასმეიერი.

საერთო ჯამში, ოთხი დღის განმავლობაში 15-მა სასამართლოს მენეჯერმა და 13-მა მოსამართლემ გაიარა ტრენინგი. მონაწილეებმა შეიძინეს და გაიუმჯობესეს უნარ-ჩვევები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ადამიანური რესურსების, დროის და საქმის რაოდენობის მართვაში, ასევე ლიდერულ და მენეჯერულ თვისებებში. ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეებმა განსაზღვრეს და შემდეგ ტრენერებთან ერთად იმსჯელეს მენეჯმენტთან დაკავშირებულ იმ საკითხებზე, რომელსაც ისინი ყოველდღიური საქმიანობისას აწყდებიან.

როგორც ერთ-ერთმა ტრენერმა, ალექსანდრე წულაძემ აღნიშნა „ ტრენინგი მიზნად ისახავდა რომ დავხმარებოდით სასამართლოს მენეჯერებს იმ პრობლემების დაძლევაში, რომელიც მენეჯერებისა და თანამშრომლების ურთიერთობისას ვლინდება, იქნება ეს დავალებების განაწილება თუ საქმეთა მართვა. მათი აქტიური ჩართულობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ რომ ისინი შეძლებენ ჩვენს მიერ ნასწავლი მეთოდების ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენებას“.

ამ ტრენინგის ციკლის შედეგად, იუსტიციის უმაღლეს სკოლას მომავალში ექნება შესაძლებლობა  ხელმისაწვდომი შიდა ტრენინგების ფარგლებში დამოუკიდებლად ჩაატაროს ტრენინგები სასამართლოს მართვასა და ლიდერობაზე მოქმედი მოსამართლეებისა და სასამართლო მენეჯრებისთვის. 

აღნიშნული ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ბულგარეთის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, სლოვაკეთის, ლიტვის და შვედეთის მიერ განხორციელებული შემოწირულობებით, საქართველო-ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ქვეშ.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page