Back დისკრიმინაციის საფუძველზე ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის გასაუმჯობესებლად ვაძლიერებთ გამომძიებლების უნარებს

დისკრიმინაციის საფუძველზე ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის გასაუმჯობესებლად ვაძლიერებთ გამომძიებლების უნარებს

2020 წლის 13-14 ივლისს ევროპის საბჭოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, დისკრიმინაციის აკრძალვის, სიძულვილის ენისა და კონკრეტული დისკრიმინაციული ნიშნების საფუძველზე ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების თემაზე ტრენინგების სერია დაიწყო.

სასწავლო პროცესს უძღვებიან 2019 წლის 7-8 ივნისს ტრენერთა ტრენინგის მონაწილე სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც ტრენინგებზე იყენებენ ევროპის საბჭოს ექსპერტების მიერ მომზადებული სასწავლო მასალას.

ტრენინგი შედგება თეორიული და პრაქტიკული კომპონენტებისგან. სწავლება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულები, შეუწყნარებლობის მოტივისა და გამოძიების ინდიკატორები.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ქვეშ დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page