Back საგანგებო მდგომარეობა და ვალდებულებები ადამიანის უფლებათა კუთხით - ქართველი მოსამართლეები მსჯელობენ არსებულ ევროპულ პრაქტიკასა და მიდგომებზე ვენეციის კომისიის ექსპერტთან ერთად

საგანგებო მდგომარეობა და ვალდებულებები ადამიანის უფლებათა კუთხით - ქართველი მოსამართლეები მსჯელობენ არსებულ ევროპულ პრაქტიკასა და მიდგომებზე ვენეციის კომისიის ექსპერტთან ერთად

კოვიდ-19-ის პანდემიისას კიდევ უფრო მაღალია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისგან გადახვევის შემთხვევათა ყურადღებით შესწავლის მნიშვნელობა. ეს საკითხი უპირველესად სასამართლო ხელისუფლების ვალდებულებაა და დღეს უკვე რამდენიმე სამართალწარმოებაა დაწყებული ევროპაში. საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომელმაც გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და ამასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან გადახვევა, როგორც ამას მე-15 მუხლი მოითხოვს. შედეგად, სამართალწარმოებები დაიწყო საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების დონეზე.

ამ კონტექსტში ვენეციის კომისიის ექსპერტმა მიმოიხილა უახლესი სასამართლო პრაქტიკა და პოლიტიკა ევროპის მასშტაბით, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 2020 წლის 7 აპრილის გზამკვლევთან მიმართებით, რომელიც შეეხება „დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემას COVID-19-ის სანიტარული კრიზისის პირობებში“. როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ მერაბ ტურავამ განაცხადა: „მსგავსი დისკუსიები ხელს უწყობს აზრების ურთიერთგაცვლას და ახალისებს ახალი გამოწვევების ეფექტურად გამკლავებას“.

ონლაინ დისკუსია ორგანიზებულია ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის მიერ - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, რომელიც თანადაფინანსებულია პროგრამის პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის ფარგლებში.

19 ივნისი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page