Back სახელმწიფო უწყებებს ჩაუტარდათ ტრენინგი ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ კომუნიკაციასა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე

სახელმწიფო უწყებებს ჩაუტარდათ ტრენინგი ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ კომუნიკაციასა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე

21-22 ოქტომბერს, ევროპის საბჭომ ჩაატარა ორდღიანი ტრენინგი ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული კომუნიკაციის თემაზე, დისკრიმინაციის ფსიქოლოგიურ ასპექტებსა და დისკრიმინაციის, სიძულვილის ენის და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სამართლებრივ საფუძველსა და განმარტებებზე.

ტრენინგის მიზანი იყო სახელმწიფო ინსტიტუტების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტების წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ყოველდღიურად ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული საკომუნიკაციო საშუალებები და პრაქტიკული მაგალითების საშუალებით მათთვის დისკრიმინაციის, სიძულვილის ენის და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის განმარტებისა და ფსიქოლოგიური ასპექტების გაცნობა.

ტრენინგში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, პარლამენტის, სახალხო დამცველის აპარატის, გენერალური პროკურატურის, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

„ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და ინფორმატიული, კარგად შერჩეული თემებით. ვფიქრობ, ტრენინგი დამეხმარება საზოგადოებაში გასავრცელებელი მასალების უკეთ მომზადებაში. ეს მასალები აუცილებლად დაცლილი უნდა იყოს სიძულვილის ენისგან.“ - განაცხადა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა თეონა გონაშვილმა.

„სახელმწიფო უწყებებში მომუშავე და სხვადასხვა სააგენტოს საშუალებით ინფორმაციის გავრცელების ხელშემწყობმა პირებმა და მედია საშუალებებმა, მნიშვნელოვანია, გააცნობიერონ, რა ეხმარება სხვადასხვა სტერეოტიპისა და ცრურწმენის დამკვიდრებას. მათ უნდა ამოიცნონ ტერმინები, რომლებიც შეიძლება იყოს სიძულვილის ენა. ტრენინგის მიზანია იმის გაგება, თუ რა ასაზრდოებს ჩვენს ცრურწმენებსა და სტერეოტიპებს.“- განაცხადა ტრენერმა მაია ცირამუამ.

ტრენინგი ჩატარდა თანამშრომლობის პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინდააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“  ფარგლებში. პროქტი ხორციელდება საქართველოში 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

21-22 ოქტომბერი, 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page