Back ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია - საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და წინასაარჩევნო კამპანიის წესების დარღვევის პრევენციის უზრუნველსაყოფად საჯარო მოსამსახურეების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია - საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და წინასაარჩევნო კამპანიის წესების დარღვევის პრევენციის უზრუნველსაყოფად საჯარო მოსამსახურეების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიისა და საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმის საგანია საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და წინასაარჩევნო კამპანიის წესების დარღვევის პრევენციის უზრუნველსაყოფად საჯარო მოსამსახურეების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.

მემორანდუმის ხელმოწერა მიზნად ისახავს ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების პრევენციისათვის შექმნილი დისტანციური სასწავლო კურსის განხორციელების ხელშეწყობას, რომელიც შემუშავდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ, ევროპის საბჭოს საარჩევნო მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში. სასწავლო კურსი განკუთვნილია საჯარო მოსამსახურეებისათვის, აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა დონეზე.

ხელმოწერის ცერემონიას, დისტანციური სასწავლო კურსისა და შესაბამისი ვებ-პლატფორმის წარდგენას ესწრებოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ ხელშეწყობით.

თბილისი, საქართველო 25 სექტემბერი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page