Back იურიდიული დახმარების სამსახური ხვდება მოქალაქეებს რეგიონებში

იურიდიული დახმარების სამსახური ხვდება მოქალაქეებს რეგიონებში

ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურმა დაიწყო შეხვედრების სერია მოქალაქეებთან და უფასო იურიდიული დახმარების ადვოკატებთან საქართველოს რეგიონებში. შეხვედრები გაიმართება სამეგრელოს რვა და გურიის სამ მუნიციპალურ ცენტრში. ჯამში, 11 შეხვედრის ფარგლებში სამსახური გეგმავს 450-მდე მოქალაქესა და ადვოკატთან.

შეხვედრებზე იურიდიული დახმარების სამსახურის მენეჯმენტი და თანამშრომლები მოსახლეობას მიაწვდიან ინფორმაციას ხელმისაწვდომ სერვისებზე და განიხილავენ საკითხებს, რომლებთანაც ყველაზე ხშირად უწევთ შეხება სამსახურის ადვოკატებს რეგიონებში. აღნიშნულ თემებს შორის არის ქალთა წინააღმდეგ ძალადობა და ოჯახში ძალადობა, ბავშვის უფლებები, სოციალური დახმარება და მისი ხელმისაწვდომობა. ინიციატივის ფარგლებში სამსახური ორგანიზებას გაუწევს იმიტირებულ სასამართლო პროცესებს რეგიონული ბიუროების ადვოკატების მონაწილეობით სამეგრელოსა და გურიაში.

პროექტი „იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მარგინალიზებული მოსახლეობისთვის“ ხორციელდება ნორვეგიის, დანიის, გერმანიის, ლუქსემბურგის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ლიხტენშტეინისა და ლატვიის მხარდაჭერით.

 

17 მაისი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page