Back PGG II პროექტის მმართველი კომიტეტის მეორე შეხვედრა

PGG II პროექტის მმართველი კომიტეტის მეორე შეხვედრა

27 თებერვალს გაიმართა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამა “პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის” პროექტის “კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში” მმართველი კომიტეტის მეორე შეხვედრა.

კომიტეტის წევრებმა მიმოიხილეს 2019 წელს განხორციელებული ღონისძიებების შედეგად მიღებული შედეგები, 2020 წლის პრიორიტეტები და მათი განხორციელების დრო.

კომიტეტი შედგება პროექტის ძირითადი ბენეფიციარი ინსტიტუტებისა და  ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში წარმომადგენლებისაგან.

პროექტი კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში” ერთ-ერთია იმ ექვსი პროექტიდან, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის “პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის” (PGG) ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის მხარდასაჭერად განხორციელებული ინტერვენციების მეორე ეტაპს. პროექტი ეფუძნება 2015 წლიდან ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის მიზნით განხორციელებული ინიციატივების შედეგებს. ამას გარდა, პროექტი დამატებით ყურადღებას გაამახვილებს მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლაზე.

თბილისი, საქართველო 27 თებერვალი 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page