Back გამოიცა საარჩევნო ჟურნალის “არჩევნები და დემოკრატია” მეორე ნომერი

გამოიცა საარჩევნო ჟურნალის “არჩევნები და დემოკრატია” მეორე ნომერი

გამოიცა საარჩევნო ჟურნალის „არჩევნები და დემოკრატია” მეორე ნომერი. ჟურნალი მომზადდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით.

გამოცემაში, წამყვანი ექსპერტები საარჩევნო და სამართლებრივ საკითხებში, მსჯელობენ არჩევნებში მონაწილე მხარეებისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის: ეროვნულ და რეგიონულ დონეზე განხორციელებული საარჩევნო რეფორმა და სოციალური მედია.

გამოცემა ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდური სახით, ასევე ელექტრონული ფორმით. ჟურნალს მიენიჭა სამეცნიერო გამოცემის სტატუსი და განთავსებულია საერთაშორისო მონაცემთა ბაზის ვებ-გვერდზე: ulrichsweb. ჟურნალი რეგულარულად განთავსდება ასევე სხვადასხვა ელექტრონული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე: http://www.library.court.ge/ და  www.scribd.com.

ჟურნალი გამოიცა ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში” ხელშეწყობით.

20 ოქტომბერი 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page