Back უთხარი არა ქალთა მიმართ ძალადობას

უთხარი არა ქალთა მიმართ ძალადობას

16 დღე, 25 ნოემბრიდან, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღიდან, 10 დეკემბრამდე, ადამიანის უფლებათა დღემდე, ცნობილია როგორც  გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანია. დრო, რომელიც მოგვიწოდებს ქალების და გოგონების წინააღმდეგ ძალადობის დასრულების მიზნით ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად.  „გააფერადე მსოფლიო ნარინჯისფრად“ არის ამ მიზნით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ წამოწყებული კამპანია: ნარინჯისფერი გამოხატავს ნათელ, ძალადობისაგან თავისუფალ მომავალს.

Covid 19-ის პანდემიის პირობებში, ახლა ისე როგორც არასდროს, საჭიროა ძალისხმევის გაერთიანება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად, ამ სფეროში ოქროს სტანდარტის, სტამბოლის კონვენციის დახმარებით.

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში უერთდება 16 დღიან კამპანიას და მოუწოდებს ყველას მონაწილეობა მიიღოს ვირტუალურ გამოფენაში „ნარინჯისფრად გააფერადე მსოფლიო! ნარინჯისფრად გააფერადე შენი სახლი!“ .

ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრისთვის თქვენი სოლიდარობის გამოსახატავად, გაიფერადეთ ნარინჯისფრად  თავი, და/ან ოჯახის წევრები, და/ან სახლები და გამოაქვეყნეთ ეს ფოტო Facebook-ზე ჰეშთეგით #ნარინჯისფერიმსოფლიო და #სტამბოლისკონვენცია ან გამოგვიგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:  [email protected]  შინაარსში მიუთითეთ “ნარინჯისფერი ფოტო”.

ფოტო კოლაჟი გამოქვეყნდება ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ოფიციალურ Facebook  გვერდზე 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ ჩვენ ვერ მოგცემთ გარანტიას რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ფოტოები არ იქნება გამოყენებული სხვა საიტების ან სოციალური მედიის მიერ.  

Tbilisi, Georgia 24 ნოემბერი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page