Back საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები მზად არიან ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა სწავლებას

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები მზად არიან ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა სწავლებას

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში აგრძელებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც,  17 მანდატურს დასავლეთ საქართველოდან, ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ ტრენერთა ტრენინგი  ჩუტარდა.

ამ ტრენინგმა მანდატურებს ადამიანის უფლებათა სტანდარტების, სხვადასხვა საკითხებისა და რეალობის შესახებ ცოდნა და ადამიანის უფლებათა სწავლების სფეროში სპეციფიური ტრენინგის ჩატარებისა და პრეზენტაციის უნარი შესძინა. სხვა საკითხებთან ერთად, მონაწილეებმა შეისწავლეს სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტები; სტერეოტიპები და ცრურწმენები; ბულინგი და კიბერბულინგი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები.

ტრენერთა ტრენინგი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, უფრო ეფექტურად წარმართონ ადამიანის უფლებათა სწავლების პროცესი კოლეგებთან, მოსწავლეებთან და სასკოლო ცხოვრებაში ჩართულ ყველა რგოლთან. ასევე, უზრუნველყონ სხვადასხვა საგანმანათლებლო კამპანიისა და პრევენციული ღონისძიების წარმატებით დაგეგმვა და განხორციელება.

ტრენინგი ჩაატარეს ევროპის საბჭოს ექსპერტებმა, რომლებიც ასევე ჩართულები იყვნენ ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისთვის. ტრენინგის პროგრამა შემუშავდა 2019 წლის ბოლოს, მანდატურის სამსახურისა და ევროპის საბჭოს მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად. ჯამში 2019 წლიდან მოყოლებული, 60 თანამშრომელი (ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და მანდატურები) გადამზადდა.

ეს აქტივობა ხორციელდება პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.  პროექტი ფინანსდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page