Back საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები აძლიერებენ შესაძლებლობებს ადამიანის უფლებების სწავლებაში

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები აძლიერებენ შესაძლებლობებს ადამიანის უფლებების სწავლებაში

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებისთვის ადამიანის უფლებების სწავლებაში ტრენერთა ტრენინგის მეორე ფაზა  5-8 აგვისტოს ჩატარდა. 

ევროპის საბჭოს მხარდაჭერითა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან თანამშრომლობით, მანდატურები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები ადამიანის უფლებათა სწავლებაზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამის ფარგლებში გადამზადდნენ, რომელიც ევროპის საბჭოს ექსპერტებმა შეიმუშავეს.

სასწავლო პროგრამა მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა ადამიანის ზოგადი უფლებები, სტერეოტიპები და დისკრიმინაცია, ტოლერანტობა და მრავალფეროვნება, ბულინგი, კიბერბულინგი და სიძულვილის ენა ონლაინ სივრცეში, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების უფლებები. სასწავლო პროგრამა შედგება ადამიანის უფლებების და მასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური ასპექტების კომპონენტებისგან. პროგრამის საგანმანათლებლო მიდგომა ეფუძნება არაფორმალური განათლების პრინციპებს: გამოცდილებით და თანამშრომლობით სწავლას, ევროპის საბჭოს ახალგაზრდულ სფეროში ადამიანის უფლებათა შესახებ საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებით.

მიღებული ცოდნა და გამოცდილება მონაწილეებს დაეხმარება, ეფექტურად წარმართონ ადამიანის უფლებათა სწავლების პროცესი კოლეგებთან და მოსწავლეებთან. ტრენინგის დასრულების შემდეგ, მათ შესაძლებლობა ექნებათ დაგეგმონ და განახორციელონ ადამიანის უფლებების ირგვლივ საგანმანათლებლო კამპანიები და სხვა პრევენციული ღონისძიებები, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სასკოლო გარემოში ადამიანის უფლებათა პატივისცემისა და დაცვის კულტურის დამკვიდრებას.

ტრენერთა ტრენინგს მხარს უჭერს ევროპის საბჭოს პროექტი დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში, რომელიც ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page