Back რეგიონალური პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა აიმაღლეს ცოდნა გამოძიების სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ ასპექტებში

რეგიონალური პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა აიმაღლეს ცოდნა გამოძიების სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ ასპექტებში

2022 წლის აპრილში და მაისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონალური პოლიციის დეპარტამენტების 40-მა წარმომადგენელმა, მათ შორის გამომძიებლებმა და რეგიონალური საგამოძიებო განყოფილების უფროსებმა, აიმაღლეს უნარები ადამიანის უფლებების სტანდარტების გამოყენების მიმართულებით, არასრულწლოვან პირთა ჩართულობით მომხდარ დანაშაულთა ეფექტური გამოძიების წარმოებისას. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა ცოდნა გაიღრმავეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტები, ბავშვთა მიმართ ჩადენილი სექსუალური დანაშაულებების და სხვა სახის ძალადობის შემთხვევების გამოძიების სპეციფიკა.  ასევე ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა არასრულწლოვანთა ინტერვიუერების საკითხები და გაუმჯობესდა მონაწილეთა ცოდნა გამოძიების პროცედურული და ადმინისტრაციული შეცდომების შედეგად მიღებული ზიანისა და რე-ვიქტიმიზაციის თავიდან ასაცილებლად.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში" ფარგლებში, რომელიც შექმნილია ეფექტიანი საპოლიციო ზომების, ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისად გატარებისთვის; დაკავებული პირების უფლებების და პოლიციის მიერ მათი მოპყრობის გაუმჯობესებისთვის; არასრულწლოვან მსხვერპლთა და დამნაშავეთა მოპყრობის შესახებ; პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ეფექტიანად გამოძიებისა და პოლიციის მხრიდან არასათანადო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი საშუალებებისთვის.

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მხარდასაჭერად.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page