Back პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დროს პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების ხელშეწყობა

პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დროს პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების ხელშეწყობა

ევროპის საბჭომ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტთან თანამშრომლობით გამართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: „პერსონალურ მონაცემთა დაცვა და პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობა“.

 

საარჩევნო კამპანიისა და პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა არის ჯანსაღი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს ქვაკუთხედი. პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დროს პერსონალური მონაცემების დაცვა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამუშაო შეხვედრა იყო კარგი შესაძლებლობა დეპარტამენტის ხელმძღვანელობისა და თანამშრომლებისთვის, რათა მათ ემსჯელათ პრაქტიკული ნაბიჯების შესახებ, თუ ერთის მხრივ, როგორ უნდა გაუმჯობესდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ხარისხი და, მეორეს მხრივ, უზრუნველყოფილ იქნეს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

 

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება გაამახვილეს შემდეგ საკითხებზე: პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის სტანდარტები და კარგი პრაქტიკა; პერსონალურ მონაცემთა ბუნება და ფორმები; მონაცემთა დამუშავების პრინციპები და წესები; მონაცემთა დაცვის მაწონასწორებელი უფლებები და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა; პოლიტიკური პარტიების საქმიანობისა და შემოწირულობების გამჭვირვალობა; არჩევნებში მონაწილეობის დეკლარირებული განზრახვის მქონე პირის, საარჩევნო სუბიექტის კანდიდატისა და საარჩევნო სუბიექტის მონაცემები და პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტები, საზოგადოებრივი კონტროლი - ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია მონიტორინგის პროცესში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული კარგი პრაქტიკის დასამკვიდრებლად.

 

სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“.

25-26 ნოემბერი, 2022 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page