Back მხარს ვუჭერთ ადამიანის უფლებებსა და თანასწორობას Tbilisi Open Air ფესტივალთან ერთად

მხარს ვუჭერთ ადამიანის უფლებებსა და თანასწორობას Tbilisi Open Air ფესტივალთან ერთად

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში Tbilisi Open Air ფესტივალთან გაერთიანდა. გარდა ხარისხიანი მუსიკალური პროგრამის მოსმენისა, წელს Tbilisi Open Air ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ თანასწორობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სივრცეში მიეღოთ მეტი ინფორმაცია. 

ადამიანის უფლებათა კუთხე პირველად ევროპის საბჭომ 2019 წელს, კამპანიის - „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში წარმოადგინა. მისი მიზანი, ფესტივალის ტერიტორიაზე თანასწორობისა და მრავალფეროვნების მხარდაჭერა იყო, ინოვაციური და კრეატიული აქტივობებით. წელს ადამიანის უფლებათა კუთხემ ფესტივალის ვიზიტორებს სხვადასხვა თამაშები და ქვიზები შესთავაზა ისეთ თემებზე, როგორიცაა ქალთა უფლებები, თანასწორობა, მრავალფეროვნება და სიტყვის თავისუფლება. ასევე ჩატარდა კონკურსი თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ და დისკუსიები ქალთა უფლებებისა და ინტერნეტის მართვისა და მონაცემთა დაცვის შესახებ.

წელს, ადამიანის უფლებათა კუთხემ ფესტივალის ასობით ვიზიტორს უმასპინძლა და სხვადასხვა გასართობი და საგანმანათლებლო აქტივობები შესთავაზა ევროპის საბჭოს ძირითად ღირებულებებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა. სხვადასხვა ინტერაქტიული კონკურსის გამარჯვებულებმა  ჯილდოები მიიღეს და წახალისდნენ ადამიანის უფლებების მხარდაჭერის გასაგრძელებლად. 
სხვადასხვა აქტივობების ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ეს აქტივობა განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტების ფარგლებში: „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“, „მედიის თავისუფლების, ინტერნეტ მმართველობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება საქართველოში (SMIP-GE)“ და „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში.

24-26 ივნისი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page