Back დროებითი მოთავსების იზოლატორების ექიმთა პროფესიული შესაძლებლობები იზრდება

დროებითი მოთავსების იზოლატორების ექიმთა პროფესიული შესაძლებლობები იზრდება

13 და 15 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების სამედიცინო პერსონალისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების საკითხებზე ონლაინ ტრენინგები გაიმართა.

30-ზე მეტმა მონაწილემ ცოდნა გაიღრმავა თავისუფლებააღკვეთილ პირთა მკურნალობის შესახებ საერთაშორისო სტანდარტების საკითხებში. სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, ფსიქიკური ჯანდაცვის შესახებ საქართველოს კანონის მნიშვნელოვანი ასპექტებიც განიხილეს. შედეგად, შინაგანი მოთავსების სამედიცინო პერსონალი მზად არის დაკავებული პირებისთვის უკეთესი და ხარისხიანი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. 

ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის - „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა” - ფარგლებში, რომლის მიზანია დაკავებულ პირთა უფლებების დაცვა, არასრულწლოვან მსხვერპლ/დამნაშავეთა მხარდაჭერა, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა, პოლიციის მიერ ჩადენილი არამართლზომიერი ქმედებებისა და სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გასაჩივრების მექანიზმების გაუმჯობესება. 

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გასაუმჯობესებლად!

თბილისი, საქართველო 13-15 მაისი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page