Back

პრეზენტაცია საქართველოში ევროპის სოციალური ქარტიის ჭრილში სოციალური უფლებების შესახებ საჭიროებების შეფასების შედეგებზე

ონლაინ ღონისძიება 25 ნოემბერი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
  • Imprimer en PDF
პრეზენტაცია საქართველოში ევროპის სოციალური ქარტიის ჭრილში სოციალური უფლებების შესახებ საჭიროებების შეფასების შედეგებზე

საქართველო/ონლაინ, 26 ნოემბერი: 30 ნოემბერს ონლაინ ღონისძიებაზე განხილული იქნება საქართველოში სოციალური უფლებების არსებული მდგომარეობის შესახებ საჭიროებების ყოვლისმომცველი შეფასების შედეგები ევროპის სოციალურ ქარტიასთან მიმართებაში.

ანგარიში მომზადდა ახლად დაწყებული პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომლის მიზანია გამოავლინოს ძირითადი საჭიროებები სოციალური უფლებების, კერძოდ შრომითი სფეროში, საქართველოში არსებული პოლიტიკის, მარეგულირებელი ჩარჩოებისა და პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე.

ღონისძიებას გახსნის საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, ბატონი სტეფან სირბუ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ქალბატონი თამილა ბარკალაია და ბატონი ელია ბოგია, პროექტის მენეჯერი, ევროპის სოციალური ქარტიის დეპარტამენტი, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატი (DGI), ევროპის საბჭო;

ანგარიში მოამზადა ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფმა. მათ ინფორმაციის მოკვლევის ინტენსიური სამუშაო გაწიეს, რომელიც შედგებოდა პირველადი სამაგიდო კვლევისგან და რიგი ონლაინ შეხვედრებისგან საქართველოს მთავრობის და ასევე საქართველოში სოციალური უფლებების სფეროში მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

საჭიროებების შეფასების ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციები განსახორციელებელი ქმედებების შესახებ. იგი ასევე სთავაზობს საქართველოს ხელისუფლებას ითანამშრომლოს ევროპის საბჭოსთან, რათა აღმოიფხვრას გამოვლენილი საჭიროებები და გააძლიეროს სოციალური უფლებების პატივისცემა საქართველოში, ევროპის საბჭოს სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

პრეზენტაციას მოჰყვება დისკუსია, სადაც ვისაუბრებთ თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას გამოვლენილი საჭიროებები, გაუმჯობესდეს საქართველოს კანონმდებლობის იმპლემენტაცია და მოხდეს ცვლილებების შეტანა არსებულ პრაქტიკაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოში ადამიანის სოციალური და ეკონომიკური უფლებების ხელშეწყობა და დაცვა ევროპის სოციალური ქარტიის შესაბამისად.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი წარმოადგენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ სამოქმედო გეგმის ნაწილს.

ჟურნალისტებს შეუძლიათ თვალი ადევნონ ონლაინ ღონისძიებას, რომელიც დაიწყება 2021 წლის 30 ნოემბერს, 14:00 საათზე. გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ აქ.

გარდა ამისა, ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია მოხდება საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ფეისბუქ გვერდზე. ინგლისური და ქართული თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება.