Back ღია მმართველობის პარტნიორობა: კონგრესი მხარს უჭერს მოლდოვის რესპუბლიკას, საქართველოს, სომხეთსა და უკრაინას ადგილობრივ დონეზე ინოვაციური გადაწყვეტილებებისთვის დიალოგისა და ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებაში

ღია მმართველობის პარტნიორობა: კონგრესი მხარს უჭერს მოლდოვის რესპუბლიკას, საქართველოს, სომხეთსა და უკრაინას ადგილობრივ დონეზე ინოვაციური გადაწყვეტილებებისთვის დიალოგისა და ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებაში

„ღია მმართველობა ყველა დონეზე მონაწილეობითი, ინკლუზიური და ღია გადაწყვეტილების მიღების აუცილებელი პირობაა და ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების ხელშეწყობის ღირებულ ინსტრუმენტს წარმოადგენს“, - განაცხადა რაფაელ ბენიტესმა, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის დირექტორმა, რეგიონული მრგვალი მაგიდის „ღია მმართველობა და განახლება: ადგილობრივი თვითმმართველობები ძალისხმევას აძლიერებენ“ გახსნისას. ონლაინ ღონისძიება 2022 წლის 18 თებერვალს კონგრესისა და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თანამშრომლობით გაიმართა.

ეროვნულ და ადგილობრივ გადაწყვეტილებების მიმღებმა და სამოქალაქო საზოგადოების დაახლოებით 120-მა წარმომადგენელმა სომხეთიდან, საქართველოდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან და უკრაინიდან განიხილეს ადგილობრივი ხელისუფლების წვლილი ღია მმართველობის ეროვნული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, გამოწვევები და კარგი მაგალითები, განიხილეს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დიალოგისა და მდგრადი პარტნიორობის სტრატეგიების გაუმჯობესების გზები.

შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ეროვნული ასოციაციების მთავარ როლსა და მათ მნიშვნელობაზე ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის გაძლიერებისა და მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღების მიმართულებით.

OGP-ის ადგილობრივი პროგრამის გაფართოებით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ერთობლივმა ძალისხმევამ დემოკრატიულ პროცესებში ახალი მნიშვნელობა შეიძინა ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით.

შეხვედრაზე ასევე გაიმართა კონგრესის bE-Open პლატფორმის პრეზენტაცია, რომელიც მოიცავს შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებს, ადგილობრივ კანონმდებლობას და პრეცედენტულ სამართალს, ასევე სახელმძღვანელო წესებსა და კარგ პრაქტიკას საჯარო ეთიკის, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან OGP-ის ადგილობრივ პროგრამაში გაწევრიანებით, განაცხადის წარდგენა შეუძლიათ 2022 წლის 16 მარტამდე.

ღონისძიება ორგანიზებულ იქნა ღია მმართველობის პარტნიორობასთან თანამშრომლობითა და სომხეთში, საქართველოსა და უკრაინაში ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მიერ ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმების ფარგლებში განხორციელებული პროექტების ფარგლებში. კონგრესის პროექტები ხელს უწყობს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას, ადგილობრივ დონეზე მოქალაქეების დემოკრატიული თანამონაწილეობის გაძლიერებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა ნდობის გაძლიერებას მეტი ჩართულობის, ანგარიშვალდებულების, ეფექტიანობისა და ინკლუზიურობის მეშვეობით.

18 თებერვალი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page