Back ონლაინ დისკუსია განათლების მისაწვდომობაზე კორონა ვირუსის პანდემიის დროს

ონლაინ დისკუსია განათლების მისაწვდომობაზე კორონა ვირუსის პანდემიის დროს

6 მაისს პირდაპირ ეთერში გაიმართა დისკუსია -  „საუბრები ადამიანის უფლებებზე: თანასწორობა მნიშვნელოვანია“  - კორონა ვირუსის გავრცელების დროს განათლების მისაწვდომობაზე. მეხუთე ონლაინ საუბრების სტუმრები იყვნენ ეკა დგებუაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ლია ტაბატაძე, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ხელმძღვანელი და „ტელესკოლის“ მასწავლებლები - ნათია ფურცელაძე, ვიქტორია აბრამიანი და ლეილა გულიევა.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა პანდემიის პერიოდში განათლების მისაწვდომობის გამოწვევებზე, როგორიცაა ინტერნეტზე შეზღუდული წვდომა, ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების წინაშე მდგარი გამოწვევები და ასევე მიმოიხილა სამომავლო გეგმები. ლია ტაბატაძემ გააზიარა თავისი პირადი ისტორია და რეკომენდაციები, როგორც დაუნის სინდრომის ბავშვის დედამ, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდე კორონავირუსის კრიზისის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებს. „ტელესკოლის“ მასწავლებლებმა  პროექტზე მუშაობის  გამოცდილებაზე ისაუბრეს  და  ბავშვებისთვის სასარგებლო რჩევები გააზიარეს თუ როგორ ისარგებლონ ონლაინ გაკვეთილებით.

საუბრები ადამიანის უფლებებზე: თანასწორობა მნიშვნელოვანია ტარდება მე ვირჩევ თანასწორობას კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

საუბრები ხელმისაწვდომია ონლაინ ქართულ ენზე.

უფრო მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის Facebook გვერდს

კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ Facebook გვერდს

6 May 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page