Back

ონლაინ კონფერენცია „ქართული ენა და ენობრივი მრავალფეროვნება ინტერნეტში“

21 თებერვალი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
  • Imprimer en PDF
ონლაინ კონფერენცია „ქართული ენა და ენობრივი მრავალფეროვნება ინტერნეტში“

2022 წლის 21 თებერვალს, საქართველოს ინტერნეტ საზოგადოებასა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან თანამშრომლობით ჩატარდა ონლაინ კონფერენცია თემაზე „ქართული ენა და ენობრივი მრავალფეროვნება ინტერნეტში“.

ღონისძიებას დაესწრნენ საჯარო და კერძო დაწესებულებების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, აკადემიური წრეების, ასევე ფართო საზოგადოების წარმომადგენლები. შეხვედრამ საფუძველი დაუდო პლატფორმის შექმნას, რომელიც ინტერნეტ სივრცეში ქართული ენის შემდგომი პოპულარიზაციისთვის გამოსაყენებელ ინსტრუმენტებზე მჯელობას დაეთმო. ამასთან, ონლაინ კონფერენციამ ორგანიზატორებს საშუალება მისცა დაეწყოთ კოორდინაციის პროცესი ძირითად დაინტერესებულ მხარეებს შორის და განეხილათ ყველაზე აქტუალური საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ინტერნეტში ეროვნული ენის გამოყენებასთან. ევროპის საბჭოს ექსპერტმა ენობრივი ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის დარგში პრეზენტაცია გააკეთა თემაზე „ციფრული ენობრივი განხეთქილება“.

კონფერენციამ დაინტერესებულ მხარეებს საშუალება მისცა:

- გაეანალიზებინათ სახელმწიფო ენის სტრატეგია და ენობრიცი ტექნოლოგიების მნიშვნელობა

- მოეხდინათ ეროვნული ციფრული რესურსების შეფასება და განეხილათ ინტერნეტში ინტელექტუალური საკუთრების უფლებები

- ემსჯელათ ციფრული სწავლის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.

აქტივობა განხორციელდა პროექტის „მედიის თავისუფლების, ინტერნეტ მმართველობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროპის საბჭოს მიერ საქართველოსთვის შემუშავებული 2020 – 2023 წლების სამოქმედო გეგმით.