Back ახალი კვლევა, რომელიც ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებს შეისწავლის

ახალი კვლევა, რომელიც ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებს შეისწავლის

2019 წლის 1 მაისს, ევროპის საბჭომ სახალხო დამცველის აპარატთან ერთად გამართა მრგვალი მაგიდა სხვადასხვა იურიდიული პროფესიის წარმომადგენლების ჩართულობით. სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის თემაზე დაგეგმილი კვლევის მეთოდოლოგიის და შინაარსის წარდგენა და განხილვა. კვლევას სახალხო დამცველის აპარატთან ერთად ევროპის საბჭო განახორციელებს. კვლევა შეისწავლის ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებზე გამოძიების, დევნის და საქმის განხილვის ეტაპზე არსებულ პრაქტიკას. აღნიშნული კვლევა განხორციელდება ევროპის საბჭოს სტანდარტების, კერძოდ კი სტამბოლის კონვენციის შესაბამისად. დამატებით, კვლევა ყურადღებას გაამახვილებს სექსუალური ძალადობის საქმეებზე მიმართვიანობის დაბალ მაჩვენებელზე, მის გამოწვევ მიზეზებსა და იმ ბარიერებზე, რასაც ქალები მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის კუთხით აწყდებიან საქართველოში.   

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სპეციალიზებული პროკურორები, მოსამართლეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს  და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები. აღნიშნულ უწყებებს საშუალება ქონდათ გაეზიარებინათ არსებული სტატისტიკური ინფორმაცია და გამოცდილება და ემსჯელათ სექსუალური ძალადობის, მათ შორის გაუპატიურების საქმეების გამოძიების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

შეხვედრა ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენცია ფარგლებში.

1 მაისი 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page