Back საქართველოში თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ხელშეწყობისთვის ახალი აქტივობები დაიგეგმა

საქართველოში თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ხელშეწყობისთვის ახალი აქტივობები დაიგეგმა

ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების წინააღმდეგ მოწყვლადი ჯგუფებისა და უმცირესობების უფლებების ხელშეწყობისა და დაცვის გაძლიერების მიზნით   ახალი პროექტი “თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ დაიწყო.

2022 წლის 11 მაისს ევროპის საბჭომ პარტნიორებთან - სახალხო დამცველი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, საქართველოს უზენაესი სასამართლო, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური და სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, დაიწყო პროექტი და დაამტკიცა მისი წლიური სამუშაო გეგმა პროექტის მმართველი კომიტეტის პირველ შეხვედრაზე.

შეხვედრაზე პარტნიორებმა პროექტში ჩართულობასა და ევროპის საბჭოსთან საერთო მუშაობის გაგრძელებაზე მზაობა და მოლოდინი გამოხატეს და ასევე განიხილეს გამოწვევები და საჭიროებები, რომლებსაც დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება. პროექტის პარტნიორებმა, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, რომლებიც  უმცირესობათა და მოწყვლად სიტუაციებში მყოფთა უფლებების დაცვაზე  მუშაობენ, გამოხატეს თავიანთი მზაობა პროექტის წარმატებით განხორციელებაში ჩართულობისთვის.

პროექტი გაგრძელდება 2023 წლის 31 დეკემბრამდე და ეფუძნება ევროპის საბჭოს თანამშრომლობის პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ შედეგებს.

პროექტი იმუშავებს შინაგან საქმეთა სამინისტროში სიძულვილით ან შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სპეციალიზებული გამომძიებლების სისტემის შექმნისთვის, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკური მონაცემების შეგროვების დახვეწის, თანასწორობის უკეთ დაცვის მიზნით ბიზნეს სექტორის ჩართვის, სათემო ორგანიზაციების ხელშეწყობისთვის მათი შესაძლებლობების გაზრდის გზით და საზოგადოების ცნობიერების გაზრდისთვის თანასწორობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის უზრუნველყოფის მნიშვნელობის შესახებ საქართველოს კეთილდღეობისთვის.

პროექტი ფინანსდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page