Back „ვისწავლოთ ადამიანის უფლებები ონლაინ“ – ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ ახალი სესიები დაიწყო

„ვისწავლოთ ადამიანის უფლებები ონლაინ“ – ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ ახალი სესიები დაიწყო

ახალგაზრდებს, მასწავლებლებს, საგანმანათლებლო და ადამიანის უფლებათა სფეროში ჩართულ ადამიანებს შეუძლიათ გაიღრმავონ თავიანთი ცოდნა და უნარები ახალი სესიების „ვისწავლოთ ადამიანის უფლებები ონლაინ“ საშუალებით, რომელიც 21 მაისს კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში დაიწყო.

ონლაინ სესიების მიზანია ახალგაზრდები და განმანათლებლები გაეცნონ საჭირო ინფორმაციას ადამიანის უფლებათა სწავლების თანამედროვე, არაფორმალური მეთოდებისა და ევროპის საბჭოს მიდგომების შესახებ.

პირველი სესია მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა თუ რა მიდგომებსა და ღირებულებებს ეფუძნება ადამიანის უფლებათა სწავლება, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სწავლების სახელმძღვანელოები „კომპასი“ და „კომპასიტო“ და თუ როგორ უნდა წარიმართოს საგანმანათლებლო სესია ადამიანის უფლებებზე  ახალგაზრდებთან და ბავშვებთან.

შემდგომი სესიები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სათემო ინიციატივები მრავალფეროვანი გარემოსთვის, ასევე, პრაქტიკული საგანმანათლებლო ნაბიჯები და ალტერნატიული ნარატივები სიძულვილის ენის წინააღმდეგ.

პირველი სესიის ბმული ქართულად ხელმისაწვდომია აქ.  

“ვისწავლოთ ადამიანის უფლებები ონლაინ“ ტარდება „მე ვირჩევ თანასწორობას” კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page