Back

მართლმსაჯულების სკოლის მონაწილეთა ჯგუფის პრეზენტაცია

თბილისი, საქართველო 24 მაისი, 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
  • Imprimer en PDF
მართლმსაჯულების სკოლის მონაწილეთა ჯგუფის პრეზენტაცია

24 მაისს გაიმართა მართლმსაჯულების სკოლის მონაწილეთა ჯგუფის ოფიციალური პრეზენტაცია, რომელმაც სკოლის 90-მდე წევრი გააერთიანა. შეხვედრას დაესწრნენ ზამთრისა და ზაფხულის სკოლის მონაწილეები, სასამართლოსა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა სკოლის მონაწილეთა ჯგუფის კონცეფციის, ამოცანებისა და სამომავლო გეგმების გაჟღერება.

ჯგუფი შექმნის პლატფორმას, რისი საშუალებით გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები: საჯარო ლექციები, სემინარები, ფილმის ჩვენებები და თემატური დისკუსიები. ჯგუფს ასევე შეეძლება ინოვაციური იდეების მცირე გრანტებით მხარდაჭერა. სკოლის მონაწილეთა ჯგუფი დაეხმარება მართლმსაჯულების სკოლას სხვა ეტაპზე გადასასვლელად, რაც მის მდგრადობას შეუწყობს ხელს. სკოლის მეოთხედ გამართვა ზაფხულში იგეგმება.

მართლმსაჯულების სკოლა აერთიანებს დაახლოებით 90 მონაწილეს:  მოსამართლეთა თანაშემწეებს, ანალიტიკური დეპარტამენტების თანამშრომლებს, სასამართლოს სტაჟიორებსა და სამართლის სპეციალობის სტუდენტებს.

მართლმსაჯულების სკოლის მონაწილეთა ჯგუფს მხარს უჭერენ ევროპის საბჭო, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტი (EU4Justice) და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამა“ (USAID/PROLoG).

ღონისძიება თანაორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის რესპუბლიკის, ლატვიის, ნორვეგიის, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

ღონისძიების ფოტოგალერეა