Back

ევროპის საბჭო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად, იწყებს ონლაინ კონსულტაციებს „კითხვა-პასუხი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ“ COVID-19-ის პანდემიის პირობებში

თბილისი, საქართველო 12 მაისი 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
  • Imprimer en PDF
ევროპის საბჭო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად, იწყებს ონლაინ კონსულტაციებს „კითხვა-პასუხი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ“ COVID-19-ის პანდემიის პირობებში

ევროპის საბჭოს პროექტი „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორის კომისიასთან ერთად იწყებს ონლაინ სესიების სერიას „კითხვა-პასუხი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ“ COVID-19-ის პანდემიის პირობებში.

სესიებს მოდერირებას გაუწევს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი. პირველი სესია დაგეგმილია პარასკევს, 15 მაისს, 15:30 სთ -ზე.

აღნიშნული კითხვა-პასუხის სესიები გაიმართება კვირაში ერთხელ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ოფიციალურ Facebook გვერდზე და ადამიანის უფლებათა საბჭოს ოფიციალურ Facebook გვერდებზე.

COVID-19-ით გამოწვეული შეზღუდვების ფონზე, ოჯახში ძალადობის გაზრდილი სტატისტიკის შესახებ უფრო მეტი ქვეყნა საუბრობს. მოძალადესთან ერთად იზოლაციაში მყოფ ქალებზე ძალადობის რისკები მეტად რეალური გახდა. ამის საპასუხოდ, მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებამ უკეთ გააცნობიეროს და განსაზღვროს ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობის პრობლემის სერიოზულობა. აუცილებელია, რომ ძალადობის მსხვერპლმა გოგოებმა და ქალებმა იცოდნენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული არსებული დამცავი მექანიზმების და ხელმისაწვდომი სოციალური და სხვა სახის დახმარების სახეების შესახებ, რომელიც შესაბამისობაშია ევროპის საბჭოს კონვენციასთან ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ(სტამბოლის კონვენცია). კონვენციის ხელმომწერი საქართველოც გახლავთ.

ონლაინ სესიების ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშალებას COVID-19-ის პანდემიის პირობებში ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული კითხვა დასვას და ექსპერტებისა და სამთავრობო წარმომადგენლებისგან მიიღოს პასუხი ონლაინ. კითხვები შეგროვდება წინასწარ მომზადემული ფორმის მეშვეობით, რომელიც ადამიანის ანონიმურობას უზრუნველყოფს.

ონლაინ სესიები „კითხვა-პასუხი ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შესახებ“ ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის "ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში.