Back HELP ონლაინ კურსის პრეზენტაცია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე

HELP ონლაინ კურსის პრეზენტაცია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა  და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან   დაკავშირებულ საკითხებზე

ევროპის საბჭომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა  და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან   დაკავშირებულ საკითხებზე არსებული ონლაინ HELP კურსი  ხელმისაწვდომი გახადა იურდიული პროფესიის წარმომადგენლებისთვის საქართველოში. კურსის პრეზენტაციამ ერთი სივრცეში შეკრიბა საერთაშორისო ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები და პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თანამშრომელები, რომლებიც მუშაობენ სახელმწიფოს მიერ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობაზე.  

კურსი მოიცავს ყველა საჭირო ინფომრაციას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეთოდოლოგიასა და პროცედურაზე და მონაწილეებს აძლებს შესაძლებლობას სრულად გაეცნონ ევროპული კონვენციის ტექსტს. 2019 წელს ცალკე შექმნილი მოდულში ახსნილია სასამართლოს გადაწყვეტილებები და მეგობრული გარიგებების პირობები.

განახლებული კურსი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა  და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან   დაკავშირებულ საკითხებზე პირველად განხორციელდება საქართველოში. კურსი მონაწილეებს შესაძლებლობა აძ₾ევს გაეცნონ შესაბამის მასალას პრეზენტაციების, ინტერაქტიული ეკრანების, ცოდნის შემოწმებისა და პრაქტიკული მაგალითების მეშვეობით.

კურსის ონლაინ პრეზენტაცია ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „საპარლამენტო ზედამხედველობის მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საქართველოში“ ფარგლებში.  

ვიდეო ინსტრუქცია თუ როგორ მოხდეს HELP პლატფორმაზე ნავიგაცია და როგორ შევქმნათ HELP პროფილი.

26 ოქტომბერი 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page