Back HELP-ის ონლაინ კურსის „საერთაშორისო თანამშრომლობა სისხლის სამართლის საკითხებში“ პრეზენტაცია

HELP-ის ონლაინ კურსის „საერთაშორისო თანამშრომლობა სისხლის სამართლის საკითხებში“ პრეზენტაცია

2020 წლის 27 აპრილს ევროპის საბჭომ და ევროკავშირმა წარადგინეს HELP-ის ონლაინ კურსი „საერთაშორისო თანამშრომლობა სისხლის სამართლის საკითხებში.“ კურსის პრეზენტაციამ ერთ სივრცეში შეკრიბა საერთაშორისო ექსპერტები, პროკურორები და იუსტიცის სამინისტროს წარმომადგენლები.

ღონისძიება გახსნეს კრისტიან ურსემ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა; გოჩა ლორთქიფანიძემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და ნათია მერებაშვილმა, გენერალური პროკურორის მოადგილემ.

კურსი „საერთაშორისო თანამშრომლობა სისხლის სამართლის საკითხებში“ პირველად ჩატარდება საქართველოში და მოიცავს საერთაშორისო სასამართლო თანამშრომლობის ფუნდამენტურ პრინციპებს და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა სამართლებრივ ჩარჩოებსა და ინსტრუმენტებს.

მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ სხვადასხვა ინტერაქტიული მეთოდებით, პრეზენტაციებითა და პრაქტიკული მაგალითების საშუალებით შეისწავლონ კურსის მასალები.

HELP-ის ონლაინ კურსის „საერთაშორისო თანამშრომლობა სისხლის სამართლის საკითხებში“ ორგანიზებულია ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ პროგრამა პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის ფარგლებში.

27 April 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page