Back ევროპის საბჭოს HELP ონლაინ კურსის პრეზენტაცია - წამების აღკვეთის კომიტეტის (CPT) სტანდარტების შესახებ

ევროპის საბჭოს HELP ონლაინ კურსის პრეზენტაცია - წამების აღკვეთის კომიტეტის (CPT) სტანდარტების შესახებ

ევროპის საბჭომ და ევროკავშირმა წარადგინეს ადამიანის უფლებები იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისთვის (HELP)  კურსი ევროპული კომიტეტის სტანდარტებზე წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მიმართულებით. კურსი პირველად ხორციელდება საქართველოში. ღონისძიების ფარგლებში ერთ სივრცეში შეიკრიბნენ საერთაშორისო ექსპერტები, გამომძიებლები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის იურიდიული პროფესიის წარმომადგენელი და იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების ზედამხედველი თანამშრომლები.

HELP ონლაინ კურსის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლები გაეცნობიან წამების აღკვეთის კომიტეტის (CPT) ძირითად სტანდარტებს თავისუფლების აღკვეთის ადგილებთან მიმართებაში: პოლიციის განყოფილება, ციხე, საიმიგრაციო დაკავების დაწესებულებები, ფსიქიატრიული დაწესებულებები და სოციალური ზრუნვის სახლები. კურსი გაგრძელდება ორი თვე და ხელს შეუწყობს შესაბამისი მხარეების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, რათა მოხდეს შესაბამისი ცოდნითა და უნარებით მათი აღჭურვა და თავისუფლების აღკვეთის მქონე პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობის პრევენცია.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“, პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ფარგლებში.

აღნიშნულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ HELP პლატფორმაზე ნავიგაციისა და HELP პროფილის შექმნის ვიდეო ინსტრუქციებს.

13 October 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page