Back ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება - კვლევის პრეზენტაცია

ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება - კვლევის პრეზენტაცია

8 დეკემბერს 12:00 საათზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ევროპის საბჭოს მხარდაჭერით წარადგენს კვლევის „ ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება“ შედეგების პრეზენტაციას.

ეს არის პირველი ანგარიში საქართველოში, რომელმაც სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი პროცედურები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების ჭრილში შეაფასა.

ღონისძიებას გახსნიან საქართველოს სახალხო დამცველი - ნინო ლომჯარია, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი - ნატალია ვუტოვა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში - ლელა აქიაშვილი.

კვლევისა და მონიტორინგის მიზანი იყო გაეანალიზებინა, 2017 წელს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდგომ, სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე საკანონმდებლო და მართლმსაჯულების განხორციელების ბარიერები და შეემუშავებინა რეკომენდაციები ამგვარ დანაშაულებზე კანონმდებლობის, პოლიტიკისა და პრაქტიკისა გაუმჯობესებისთვის.

ღონისძიება გაიმართება ევროპის საბჭოს „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ პროექტის მხარდაჭერით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში.

ღონისძიება Facebook -ის პირდაპირ ეთერში გავა.

შემოგვიერთდით და დასვით თქვენთვის სასურველი კითხვები.

2 December 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page