Back HELP ონლაინ კურსის „შრომითი უფლებები, როგორც ადამიანის უფლებები“ გახსნა საქართველოში

HELP ონლაინ კურსის „შრომითი უფლებები, როგორც ადამიანის უფლებები“ გახსნა საქართველოში

ევროპის საბჭოს პროექტმა „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ გახსნა ონლაინ HELP კურსი საქართველოში თემაზე „შრომითი უფლებები, როგორც ადამიანის უფლებები.“ კურსი სპეციალურად ითარგმნა ქართულად შრომის ინსპექციის სამსახურის საჭიროებებს მოერგო.

კურსის მიზანია შრომის ინსპექციის 32 წარმომადგენლის შესაძლებლობების გაძლიერება მათი მოვალეობების უკეთ შესასრულებლად, ასევე საჭირო ცოდნითა და უნარებით აღჭურვა, რათა შეძლონ დამსაქმებლებისა და დასაქმებულების უფრო ეფექტური ინფორმირება მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. კურსი ფარავს ძირითად კონცეფციებს, შრომითი უფლებების დაცვის ევროპული სისტემის (ევროპის საბჭო/ევროკავშირი), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს,  მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალისა და შრომის სამართლის სპეციფიკურ სფეროებს. ამასთან, კურსი ადაპტირებულია და მასში მოცემულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციები და პრაქტიკა. საქართველოში პირველად ხდება შრომითი უფლებების, როგორც ადამიანის უფლებების კურსის დანერგვა.

ღონისძიება გახსნეს შრომის ინსპექციის მთავარი ინსპექტორის პირველმა მოადგილემ,  ნატო ნათენაძემ, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის (DGI), მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა სწავლების განყოფილების უფროსმა,  ევა პასტრანამ და კაუნასის რეგიონალური სასამართლოს მოსამართლემ (შრომითი უფლებების მიმართულებით), სამუშაო ჯგუფის წევრმა, რომელმაც შეიმუშავა HELP-ის კურსი - შრომითი უფლებები, როგორც ადამიანის უფლებები, მარიუს ბარტნინკასმა.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტისსოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოშიფარგლებში. პროექტი წარმოადგენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ სამოქმედო გეგმის ნაწილს.

19 აპრილი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page